ახალი ამბები
ხონის N 5 საარჩევნო უბანზე ფანარი, რომლითაც მარკირებას ამოწმებენ, დაზიანდა
FaceBook
ხონის  N 5 საარჩევნო უბანზე ფანარი, რომლითაც უბანზე შესულ ამომრჩეველს ამოწმებენ, დაზიანდა.
ინფორმაცია უბნიდან ხონის საოლქო საარჩევნო კომისიას აცნობეს. ოლქის თავმჯდომარემ, გიორგი გორდაძემ უკვე გაგზავნა შემცველი ფანარი.

12 საათის მონაცემებით ხონში არჩევანი 5 579–მა  ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 24,16%–ია. 

ყველაზე მაღალი აქტივობა N 1 საარჩევნო უბანზე ფიქსირდება.

ხონში სულ, 29 უბანია გახსნილი, სადაც 23 090 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ხოლო 54-ე (ვანი და ხონი) საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

28 აპრილს  ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან - პარტია "ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია "საქართველოს" კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, "ტრადიციონალისტების" კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი,

"ახალი ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი - გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის - სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა - მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.

ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
Print