ახალი ამბები
გიორგი ჭიღვარია მერად მუშაობის 100 დღეს შეაჯამებს
FaceBook
ქუთაისის მერი 100 დღიანი მუშაობის შედეგებს შეაჯამებს. გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერობის რანგში მისი მუშაობის შეფასებას 30 აპრილს გეგმავს. ის შეხვედრას მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან 12:00 საათზე, საკრებულოს  სხდომათა დარბაზში გამართავს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ის იმ განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილებს ყურადღებას, რაც მისი მერად მუშაობის დროს ქალაქში განხორციელდა.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი, გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის მერად 2017 წლის 12 ნოემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აირჩიეს. მან პირველ ტურში 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. პირველი ტურის შედეგების მიხედვით, გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48.66% მიიღო, ხოლო მისმა კონკურნეტმა "ნაციონალური მოძრაობიდან, გრიგოლ ვაშაძემ -27.04 %.

მეორე ტურში კი, სადაც ქუთაისში რეგისტრირებული 152 561 ამომრჩევლიდან არჩევნებზე მხოლოდ 17.98 % მივიდა, გიორგი ჭიღვარიამ 87.55%-იანი მხარდაჭერა მიიღო. გრიგოლ ვაშაძემ კი ხმების 12.45% დააგროვა.

გიორგი ჭიღვარია მუშაობას მიმდინარე წლის 29 ნოემბერს შეუდგა.
Print