ახალი ამბები
შსს წყალტუბოში მომხდარ ავარიაზე - დაწყებულია გამოძიება
FaceBook
წყალტუბოში მომხდარდარ ავარიასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც შსს  პრესსამსახურში "ქუთაისიპოსტს" განუცხადეს,  საქმე აღძრულია სსკ 276-ე მუხლის მე-7 პუნქტით. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს. 

წყალტუბოში ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "ქუთაისიპოსტს" თვითმმხილველებმა აცნობეს, ავარია  წყლატუბოს შესასვლელში მოხდა, გარდაცვლი ცოლ-ქმარი წყლატუბოს მაცხოვრებლები არიან. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქარდაცვლილი ქალი ფეხმძიმედ იყო.
დანაშაული, რომელმაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.


Print