ახალი ამბები
ცესკო საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას
FaceBook
ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას, - ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინზე განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება.

"აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. დღეს, მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ. დღის განმავლობაში გაიმართება 4 საინფორმაციო ბრიფინგი.

ჩვენ ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას",- განაცხდა ანა მიქელაძემ.

საარჩევნო პროცესს 20-მდე ადგილობრივი მედიასაშაულების, 26 ადგილობრივი და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები აკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება.






Print