ახალი ამბები
გიგი უგულავამ საკუთარი არჩევანი ხონის N3 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა
FaceBook
ხონში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. გიგი უგულავამ, ხმა ხონში, N3 საარჩევო უბანზე მისცა.
როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, დღეს ამომრჩეველი პირველ "წითელ ბარათს მისცემს" "ქართულ ოცნებას".

"დღეს ვანელები და ხონელები პირველ "წითელ ბარათს" მისცემენ "ქართულ ოცნებას". "ქართული ოცნება" დამარცხდება, რადგან მან მოატყუა ამომრჩეველი. უპატრონოდ დატოვა რეგიონები და მოსახლეობა. ვართ ძალიან მხნედ, რადგან გამარჯვებას წინ არაფერი უდგას, რადგან ვლიდერობთ და შესაბამისად მოვემზადებით, რადგან ის გეგმა, რაც გვაქვს, შევასრულოთ. ეს არის ვიბრძოლოთ უკეთესი ვანისა და ხონისთვის, გავაზრდევინით ხელისუფლებას პენსიები, სოციალური დახმარება, ამავდროულად გავაკეთოთ სოფლის პროგრამა, ადამიანებს ჰქონდეთ შემოსავალი და განვავითაროთ ტურიზმი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

28 აპრილს  ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან - პარტია "ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია "საქართველოს" კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, "ტრადიციონალისტების" კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, "ახალი ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი - გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის - სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა - მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.

ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

წყარო: interpressnews.ge
Print