ახალი ამბები
ვანის N1 საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცედურა ხმაურით დაიწყო
FaceBook
ვანის #1 საარჩევნო უბანში ხმის მისცემის პროცედურა ხმაურით დაიწყო.
უბანში კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს შორის დაპირისპირება პირველი ამომრჩევლის შემოსვლის დროს დაიწყო.

პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის, დათო ჟღენტის განცხადებით, კომისიის წევრები კენჭისყრის პროცედურას დარღვევით იწყებდნენ. მისი თქმით, საკონტროლო პაკეტის ჩაგდების გარეშე აპირებდნენ პირველი ამომრჩევლის მიღებას.

N1 საუბნო კომისიის თავმჯდომარე, ირმა აბრამიძე ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ უბანზე არანაირი დარღვევა არ ყოფილა.

"მათი პრეტენზიები უსაფუძვლოა. დარღვევა რომ ყოფილიყო, აუცილებლად დაწერდნენ საჩივარს, საჩივარი კი არ დაწერილა", – განაცხადა აბრამიძემ.

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.

54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
Print