ახალი ამბები
ვანში გიგი უგულავას საარჩევნო პლაკატი დააზიანეს
FaceBook
ვანში, პარტია "ევროპული საქართველოს" პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პლაკატი დააზიანეს. გიგი უგულავას პლაკატზე კანდიდატის გამოსახულებას თავი აქვს ამოჭრილი. ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შუალედურ არჩევნებში მმართველი გუნდიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძეა. პოლიტიკური პარტია "საქართველოს" გიორგი ლილუაშვილი, "ტრადიციონალისტებიდან" მაჟორიტარობისთვის ზურაბ ქართველიშვილი იბრძოლებს.

"ახალი ქრისტიან-დემოკრატებიდან" მამუკა ტუსკაძე. შუალედურ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დაასახელა საინიციატივო ჯგუფი - სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავამ. მათი კანდიდატი - ვასილ კოპალიანია.

კენჭისყრის პროცესი 60 საარჩევნო უბანზე  მიმდინარეობს, სადაც ჯამში 48 054 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ვანსა და ხონში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ლილუაშვილი უშიშროების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
Print