ახალი ამბები
ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი "ევროპულ საქართველოს" ზეწოლაში ადანაშაულებს
FaceBook
ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" -დან მამუკა ტუსკაძე  პოლიტიკური პარტია "ევროპულ საქართველოს" ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, 26 აპრილს, შტაბის ხელმძღვანელს უცნობმა პიროვნებამ დაურეკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დღეს კი,  ფაქტით თავად კანდიდატი დაინტერესდა და აღნიშნულ ნომერზე დარეკა.

ტუსკაძის მტკიცებით, ვინმე ხურციძე მას დაემუქრა, რომ ვანში არჩევნებზე არ უნდა ჩასულიყო. მან მედიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერიც მოასმენინა, სადაც უცნობი პიროვნება კაკო ბობოხიძის სახელით ემუქრება.

მამუკა ტუსკაძემ უკვე მიმართა გამოძიებას და დღესვე, დაკითხვაზე იმყოფებოდა. ის უსაფრთხოების სამსახურს მის დაცვას სთხოვს.

"ევროპულ საქართველოში" ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ მამუკა ტუსკაძე ოცნების დავალებით მოქმედებს.

28 აპრილს, ვანისა და ხონის გაერთანებულ ოლქში, პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდება.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაბეჭდა 44 000 ბიულეტენი.

ამომრჩეველმა არჩევანი 6 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.


Print