ახალი ამბები
28 აპრილს ვანსა და ხონში შუალედური არჩევნები ჩატარდება
FaceBook
28 აპრილს, ვანისა და ხონის გაერთანებულ ოლქში, პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდება.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაბეჭდა 44 000 ბიულეტენი.

ამომრჩეველმა არჩევანი 6 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.

შუალედურ არჩევნებში მმართველი გუნდიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძეა. "ევროპულ საქართველოს" გიგი უგულავა წარმოადგენს.  პოლიტიკური პარტია "საქართველოს" გიორგი ლილუაშვილი, "ტრადიციონალისტებიდან" მაჟორიტარობისთვის ზურაბ ქართველიშვილი იბრძოლებს.

"ახალი ქრისტიან-დემოკრატებიდან" მამუკა ტუსკაძე. შუალედურ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დაასახელა საინიციატივო ჯგუფი - სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავამ. მათი კანდიდატი ვასილ კოპალიანია.

კენჭისყრის პროცესი 60 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც ჯამში 48 054 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

საარჩევნო პროცესს 20-მდე ადგილობრივი მედიასაშაულების, 26 ადგილობრივი და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან.

ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 28 აპრილს გაიმართება. ოლქში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ლულიაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

Print