ახალი ამბები
სამ თვეში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ 2 167 ობიექტი შეამოწმა
FaceBook
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სახანძრო-უსაფრთხოების 2 167 ობიექტი შეამოწმა და მათგან 81-ს დარღვევისთვის ჯარიმა გამოუწერა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2017 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, 11 676 სახანძრო - ტენიკური შემოწმება ჩატარდა.

მათივე ცნობით, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებულ ობიექტებზე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისათვის შედგა 2017 წელს 160 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და დაწესდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სახდელი ჯამში 11 450 ლარის ოდენობით, ხოლო 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით - 81 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და დაწესებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სახდელი ჯამში 9700 ლარის ოდენობით.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად აგრეთვე ითვალისწინებს ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი გაგზავნილია საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად, რის შემდეგაც წარდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტში. 

წყარო: interpressnews.ge


ამავე თემაზე:

რა ხდება სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ქუთაისის სასტუმროებში (ვიდეო)


რამდენად არის დაცული ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოება - ქუთაისელების შეფასებები (ვიდეოგამოკითხვა)

მეხანძრე - საქართველოში ადამიანები ეკონომიას უსაფრთხოების ხარჯზე ვაკეთებთ

ქუთაისში სახანძრო უსაფრთხოების დარღვევაზე შემოწმებული 625 ობიექტიდან არც ერთი დაჯარიმებულა
Print