ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ დროშის დგარის მოსაწყობად 65 000 ლარიანი ტენდერი შეწყვიტა
FaceBook
ქუთაისის მერიამ, ნიკეას ქუჩაზე დროშის აღსამართად საჭირო დგარის მოწყობისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყვიტა. სატენდერო კომისიამ, 25 აპრილს გამართულ სხდომაზე დროშის დგარის  მოსაწყობად გამოცხადებული ელექტრონული შესყიდვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია და მისი შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.



რატომ არ მიიჩნია სატენდერო კომისიამ  ტენდერი მიზანშეწონილად, კომისიას სხდომის ოქმში არ განუმარტავს.

ქუთაისის მერიამ, ნიკეას ქუჩაზე ეროვნული დროშის  აღსამართად  საჭირო დგარის მოსაწყობად 65 651 ლარიანი ტენდერი  2018 წლის 16 აპრილს გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულს ადგილზე შესაბამისი მიწის მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, ლითონის კონსტრუქცია უნდა მოეწყო, სადაც დროშის აღმართვა იქნებოდა შესაძლებელი.

მანამდე,  მერიამ დგარის პროექტის შედგენისთვისაც გამოაცხადა 4 500 ლარიანი ტენდერი, რომელიც არ შედგა.

ქალაქის ერთ-ერთ მთავარ შემოსასვლელთან ეროვნული დროშის აღმართვისთვის 65 000 ლარის დახარჯვა გააპროტესტა ადგილობრივმა ოპოზიციამ.


Print