ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს გენდერულმა საბჭომ სამოქმედო გეგმა მიიღო
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ახლადშექმნილმა გენდერულმა საბჭომ სამოქმედო გეგმა მიიღო.
4 პუნქტიანი გეგმა სხავადასხვა მიმართულებით მუშაობას გულისხმობს.

საბჭოს ძირითადი ამოცანა გენდერული ნიშნით ძალადობასა და ფემიციდის საკითხებზე მუშაობა იქნება. ამ მიზნით, საბჭო აქტიურად ითანამშრომლებს შსს, პროკურატურის, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებთან. ასევე, პრემიერ მინისტრისა და სახალხო დმაცველის აპარატის შესაბამისი მიმართულბის დეპარტამენტებთან.

იგეგმება საგანმანათლებლო მიზნით საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა გადამზადება, ცოდნის ამაღლება გენდერულ საკითხებზე.

შეიქმნება ფოკუს ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ ქალთა საჭიროებების გამოვლენაზე.

საბჭო აქტიურად იმუშავებს ქალაქის ბიუჯეტის გენდერული პრინციპებით ფორმირებაზეც.

წლის განმავლობაში გამოვლენილი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ თავიანთი რეკომენდაცები საბჭომ ქალაქის მერიას უნდა წარუდგინოს.

Print