ახალი ამბები
ქუთაისში ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებული „რა? სად? როდის?“ გაიმართება
FaceBook
26 აპრილს, ქუთაისში პირველი რესპუბლიკის თემაზე იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებული "რა? სად? როდის?",  ნახევარფინალური თამაში გაიმართება.
ნახევარფინალში საქართველოს მასშტაბით 370-მდე სკოლა მონაწილეობს.

ქუთაისთან ერთად, ნახევარფინალური თამაშები პარალელურ რეჟიმში დაიწყება ბათუმსა და თბილისშიც.

ღონისძიება საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება და მისი მიზანი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა.

ნახევარფინალური და ფინალური თამაშის კითხვები 1918-1921 წლების ისტორიიდან მომზადდა, რომლის ამსახველი პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიები. პროექტში მონაწილე სკოლის გუნდებს წინასწარ გადაეცათ.

ნახევარფინალში საუკეთესო შედეგის მქონე 60 სკოლის გუნდი ფინალში გადავა.

ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში ნახევარფინალური შეხვედრები ერთდორულად, 12:00, 14:00 და 16:00 საათზე გაიმართება. ინტელექტუალური თამაში ქუთაისში სასტუმრო "ბაგრატ 1003"-ში მოეწყობა. 

ფინალური თამაში 21 მაისს თბილისში ჩატარდება. პროექტის გამარჯვებულები პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებული "რა? სად? როდის?", თამაშები 2015 წლიდან იმართება.

Print