ახალი ამბები
ქუთაისელი მოსწავლეები ძალადობის წინააღმდეგ
FaceBook
ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში აქცია მოწოდებებით "არა ძადალობას !" - ""Say No To Violence ! !" გაიმართა.

მსგავსი შინაარსის ღონისძიებები სკოლაში ხშირად ეწყობა. მოსწავლეები არაძალადობის საკითხს სხვადასხვა ფორმით ეხმიანებიან.

25 აპრილს სკოლას არკანზას უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ პიანოვსკი სტუმრობდა. იგი გახლავთ პროფესორი განათლების მართვაში, ფაკულტეტის სენატის თავმჯდომარე, სასწავლო აკადემიის პრეზიდენტი არკანზას უნივერსიტეტში.

"დოქტორმა პიანოვსკიმ თავად გამოხატა სურვილი სკოლას წვეოდა. თავად გახლდათ მასწავლებლიც და დირექტორიც. ამიტომ სურვილი გაუჩნდა შეხვედროდა ბავშვებს და გასაუბრებოდა მათ", - აღნიშნა მე-17 სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა თეა ბარდაველიძემ.

შეხვედრაზე წარმოადგინეს ვიდეომასალა სპექტაკლიდან "Wonder",რომელიც მოსწავლეებმა თავად დადგეს. ასევე აჩვენეს პერფორმანსი "I am not black, You are not white" და კიდევ ერთხელ მოუწოდეს საზოგადოებას თავი შეიკავონ ძალადობისგან.

შეხვედრა არაძალადობის თემაზე დისკუსიით დასრულდა, რომელშიც დოქტორი პიანოვსკი იღებდა მონაწილეობას. 

" მნიშვნელოვანია სხვადასხვა დისციპლინების სწავლა სკოლებში, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვების მოქალაქეებად ჩამოყალიბება, საამისოდ სკოლაში ბევრი შეხვედრა, ღონისძიება, ფილმის ჩვენება, სპექტაკლები, პერსფორმანსები ტარდება. მნიშვნელოვანია მოზარდებში არა ძალადობას, არა ქსენონგობიას, არა რასიზმს, არა ბულინგს ამის გააზრება მოხდეს", აღნიშნა მე-17 სკოლის დირექტორმა ირინა ჯგერენაიამ.

Print