ახალი ამბები
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ხუთი შტატი დაემატა
FaceBook
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურს ხუთი ახალი შტატი დაემატა.
მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის, ირაკლი გიორგაძის თქმით, შტატების დამატება გარევაჭრობის ქუთაისის მერიის რეგულირების სფეროში შემოსვლამ განაპირობა.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდქსში" შესატანი ცვლილებების მიხედვით, გარევაჭრობა შემოდის მერიის რეგულირების სფეროში. შესაბამისად, შტატების დამატება ამით იყო განპირობებული", - ამბობს ირაკლი გიორგაძე.

ახალ შტატებზე თანამშრომლებს კონკურსის წესით შეარჩევენ, რომელთა ანაზღაურება 700 ლარი იქნება.

ზედამხედველობის სამსახურში შტატების ზრდის პარალელურად, გაუქმდა მერიის სოციალური და ეკონომიკური სამსახურების უფროსის მოადგილეებისა და მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი სპეციალისტის შტატი. სულ სამი შტატი.

შტატების გაუქების მიზეზად მერია მათ ვაკანტურობას ასახელებს, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლები ვერ შეირჩა.

ირაკლი გიორგაძე ამბობს, რომ საშტატო ცვლილებით ხარჯების შემცირება მოხდა, რადგან სოციალურ და ეკონომიკური სამსახურების უფროსის მოადგილეების სახელფასო ანაზღაურება 1 500-1 500 ლარს შეადგენდა, მესამე შტატზე კი ხელფასი 900 ლარი იყო.


Print