ახალი ამბები
სექტემბრიდან წერეთლის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ახალი ელექტრონული ბაზა ექნება
FaceBook
ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში და 10-დან 17-საათანდე იმუშაოს წიგნების დასკანერებაზე

დღეს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და არასამთავრობო ორგანიზაცია "ნეოფილების კლუბის" ორგანიზებით დაიწყო პროექტი, "მეტი ელ-წიგნები" . პროექტი წერეთლის უნივერსიტეტში ხორციელდება, რომლის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს სამუშაო დღეებში შეუძლია მივიდეს უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში და 10-დან 16-საათანდე იმუშაოს წიგნების დასკანერებაზე.
"ნეოფილების კლუბის" დამფუძნებლის თქმით, პროექტის იდეა გაჩნდა უნივერსიტეტში არსებული წიგნების არასაკმარისი რაოდენობის გამო.
"სტუდენტებს ხშირად აქვთ პრობლემა, რადგან არ არის საკმარისი რაოდენობის წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკასთან შეთანხმებით, დავიწყეთ წიგნების დასკანერება. დასკანერებული წიგნები შეინახება ბიბლიოთეკის კომპიუტერულ ბაზაში და და საბოოლო ვარიანტის გამოქვეყნებამდე აქედან ისარგებლებენ სტუდენტები. პროექტის პირველი ეტაპი დასრულდება 13 ივლისს, ხოლო დასკანერებული წიგნები სექტემბერში განთავსდება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბაზაში," - ამბობს "ნეოფილთა კლუბის" დამფუძნებელი მაკა კაჭკაჭიშვილი.

Print