ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ რეგიონალურ კონფერენციაზე საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს აირჩევენ
FaceBook
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში პარტია "ქართული ოცნების" რეგიონალური კონფერენცია მიმდინარეობს. პარტიულ ყრილობაზე დელეგატებმა პარტიის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები უნდა აირჩიონ.

სამუშაო საათებში მიმდინარე შეხვედრაზე ძირითადად მობილიზებული არიან ქუთაისის მერიისა და ააიპების თანამშრომლები. ასევე, ქალაქის საკრებულოს წევრები.


იუზა უგულავა,
ქუთაისის მერის მოადგილე


ბექა ყურაშვილი, ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი


ჯონი არაბიძე, ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსი

შეხვედრას ორგანიზებას პირადად უწევს მერიის ააიპ "მადლიერების სახლის" ხელმძღვანელი, თამთა ბაკურაძე.


თამთა ბაკურაძე, ააიპ "მადლიერების სახლის" დირექტორი

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ მერიის ყველა თანამშრომელი, ვინც შეხვედრას ესწრება, შვებულებაში იმყოფება.

კონფერენცია ერთი საათია მიმდინარეობს. შეხვედრას პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე ესწრება.

Print