ახალი ამბები
"ქართული ოცნება" ქუთაისში პარტიულ ყრილობას მართავს
FaceBook

"ქართული ოცნების" პარტიული ყრილობა, რომელიც ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში უნდა გაიმართოს, ჯერ არ დაწყებულა.


მესხიშვილის თეატრის შესასვლელთან დამონტაჟებულია მონიტორი, სადაც იმერეთში განხორციელებული და მიმდინარე  პროექტების შესახებ ვიდეო ჩვენება მიმდინარეობს.

შეხვედრაზე ელოდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, ასევე, პარტიის სხვა ლიდერებსაც.

უცნობია, დაესწრება თუ არა შეხვედრას "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ხონისა და ვანის ოლქში, გივი ჭიჭინაძე.

შეხვედრაზე მისულები არიან მერიისა და მერიის ააიპების თანამშრომლები, ასევე, საკრებულოს დეპუტატები.

 

Print