ახალი ამბები
2 მაისს ქუთაისში ქუჩები გადაიკეტება - ტრანსპორტი შეცვლილი მიმართულებით იმოძრავებს
FaceBook
"გვირილობის" დღესასწაულთან დაკავშირებით 2 მაისს ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტი შეცვლილი მიმართულებით იმოძრავებს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, 2 მაისს გადაიკეტება წითელი ხიდი, ცისფერყანწელთა, პუშკინის, წმინდა ნინოს, ვარლამიშვილის და ფალიაშვილის ქუჩები , ასევე ქალაქის ცენტრალური მოედანი, შესაძლოა მოძრაობა შეიზღუდოს წერეთლის ქუჩაზე.

ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსის, ირაკლი ცხვედიანის ინფორმაციით, 2 მაისს ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც წითელი ხიდის გავლით მოძრაობენ, ბოლო გაჩერებას რუსთაველის ქუჩაზე, "თბს" ბანკთან განახორციელებენ, ხოლო მგზავრებს აღნიშნული ტერიოტიიდან ქალქის ცენტრისკენ გადაადგილება ფეხით მოუწევთ, ასევე ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ცენტრალური მოედნის გავლით მოძრაობენ, 2 მაისს მთელი დღის განმავლობაში გოგებაშვილის ქუჩით გადაადგილდებაინ.

"ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, ყველა გადაკეტილი ქუჩის მიმდებარედ იმოძრავებს ტრანსპორტი და ფეხით გადაადგილება მგზავრებს მხოლოდ 200-300 მეტრით მოუწევთ, ვეცდებით რაიმე დისკომფორტი მგზავრებს არ შევუქმნათ", - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში ქუთაისის ირაკლი ცხვედიანი.

მისი თქმით, 2 მაისს საქალაქო ტრანსპორტი ღამის საათებში საჭიროებისამებრ მოემსახურება მგზავრებს.

ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულთან დაკავშირებით 2 და 3 მაისს კონცერტი გაიმართება.
ორ მაისს ცენტრალურ მოედანზე მთავარ გალა კონცერტზე ჯგუფი "ფრანი" და "33 ა" იმღერებს. მერიის კულტურის სამსახურში განმარატვენ, რომ გვირილობასთან დაკავშირებით ქალაქში ორი მთავარი ლოკაცია იქნება. ქალაქის ცენტრალურ ბაღი და ვერიკო ანჯაფარიძის (სიყვარულის) ბაღი, სადაც სხვადასხვა სახის ღონისძიებები დილიდანვე დაიწყება.

ღონისძიების ორგანიზებისთვის ქუთაისის მერიამ 57 560 ლარის ტენდერი გამოაცხადა.

ქუთაისში, მუხნარის ტყეში გვირილობის დღესასწაულის განსხვავებულად აღნიშვნას აანონსებენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

მუხნარის ტყეში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვის ნიმუშები, ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა აქსესუარები. ღონისძიებაში, ასევე, რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იქნებიან ჩართული. გამოფენაზე გამოტანილი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება.

ქუთაისში გვირილობისთვის  ქალაქის ცენტრალურ ნაწილში უკვე რგავენ სხვადასხვა ჯიშის ყვავილებს.

შპს "ქუთსერვისის" დირექტორის, გედევან დიდბარიძის თქმით, სულ 6 სახეობის 110 000 ყვავილი 10-მდე ლოკაციაზე დაირგვება. სამუშაოები ორმაისობისთვის უნდა მოესწროს.


ამავე თემაზე: "გადავწყვიტეთ გავაცოცხლოთ ძველი ტრადიცია და დავეხმაროთ ტუბერკულოზით დაავადებულებს"

ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულისთვის ემზადებიან (ფოტო)

ქუთაისში ორმაისობას ჯგუფი "ფრანი" და "33 ა" იმღერებ

15 000 ლარი ორმაისობის კონცერტისთვის - ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა
Print