ახალი ამბები
"თავის დროზე ჩვენ ბაზრობებიდან გამოვედით" - ქუთაისში გარემოვაჭრეების პროტესტი გრძელდება
FaceBook
ქუთაისში გარემოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რის შედეგადაც მათ ტროტუარზე პროდუქტების  რეალიზაცია აეკრძალათ.
გარემოვაჭრების განცხადებით, მერიის შეთავაზების მიღებას და სამუშაოდ ბაზრებში შესვლას არ აპირებენ.

"თავის დროზე ჩვენ ბაზრობებიდან გამოვედით, რადგან ორი კაპიკი გვეშოვა. ყველა,  ვინც ვართ გარეთ ყველას უკიდურესი მდგომარეობა გვაქვს. გარევაჭრობით ვიხდით სესხს", - აცხადებენ ისინი.

მერიაში აცხადებენ, რომ ისინი პოზიციის დათმობას არ აპირებენ, რადგან მათ გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი უკვე შესთავაზეს.

ქუთაისის მერიამ ერთი თვის წინ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აკრძალა გარევაჭრობა. ამჯერად,  იგივე პროცესი ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიასა და ქუთაისის ყველა უბანში არსებული ბაზრობების ტერიტორიაზე მოხდება.

ქუთაისის მერიამ ქალაქის მასშტაბით გარევაჭრობის აკრძალვა 1 მარტიდან დაანონსა. პირველად გარემოვაჭრეების დახლები წითელი ხიდისა და ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღეს. ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ, მერიის მიერ წერილობით გაფრთხილებას, გარემოვაჭეების პროტესტი მოჰყვა.




ამავე თემაზე:

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გარევაჭრობა აიკრძალა, დილიდან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

ქუთაისის მერიამ ღამით ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვაჭრეების დახლები აიღო (ფოტო)

21 აპრილიდან ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება

გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიაშ


ქუთაისის მერისა და გარემოვაჭრეების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ადგილები ქუთაისში, სადაც გარევაჭრობა უკვე აკრძალეს (ფოტო)

1 მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალება





Print