ახალი ამბები
შსს-მ, ქუთაისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის მომხდარ ინციდენტზე, გამოძიება დაიწყო
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქუთაისის #2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის მომხდარ ინციდენტზე,  გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს შორის ინციდენტი სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო, რის შემდეგაც ერთმა მოზარდმა მეორეს წარბის არეში დაზიანება მიაყენა.

"სკოლის მე-11 კლასის ორ მოსწავლეს შორის სიტყვიერი შეკამათება მოხდა, რა დროსაც ა.მ.-მ წარბის არეში მსუბუქი დაზიანება მიაყენა ნ.ხ.-ს, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ამ დროისთვის მოზარდი უკვე გაწერილია სამედიცინო დაწესებულებიდან",-განუცხადეს ქუთაისიპოსტს სამინისტროში.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

"მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. იკითხება აღნიშნული ფაქტის ყველა თვითმხილველი",-ამბობენ უწყებაში.

ქუთაისის #2 საჯარო სკოლაში მოზარდებს შორის ინციდენტი 23 აპრილს მოხდა. სკოლის მოსწავლეების ინფორმაციით, მოზარდებმა იჩხუბეს, რაც კატეგორიულად უარყო სკოლის ადმინისტრაციამ.


Print
თეგები: #შსს ##2 სკოლა