ახალი ამბები
ჭავჭავაძის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იგეგმება
FaceBook
ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე, საიდანაც გარემოვაჭრეების დახლები აიღეს, ტროტუარების რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გარემოვაჭრეებს განუცხადა. მერი არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო და გარემოვაჭრეებსაც შეხვდა. მისი თქმით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, რადგან ყველა გარემოვაჭრე ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილდა.

,,უნებართვო გარევაჭრობა უკვე მთელი ქალაქის მასშტაბით აიკრძალა.ყველა გარემოვაჭრემ ალტერნატიული სამუშაო ფართი მიიღო და ადგილზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ არ დავუშვებთ უნებართვო გარევაჭრობას. ქალაქმა უნდა შეინარჩუნოს იერსახე, ტერიტორია უკვე დასუფთავდა.
ამჯერად იმ ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც გარევაჭრობის შედეგად დაზიანდა. ადგილზე ინფრასტრუქტურაც გაიმართება და მოწესრიგდება, სამუშაოები უკვე დაწყებულია,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ქუთაისის მერიამ გარევაჭრობის აკრძალვა მიმდინარე წლის 1 მარტიდან დაიწყო. თითქმის ორი თვეა გარემოვაჭრეები აღარ არიან ქალაქის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე.


ამავე თემაზე:


ქუთაისის მერიამ ღამით ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვაჭრეების დახლები აიღო (ფოტო)

21 აპრილიდან ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება

გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიაშ


ქუთაისის მერისა და გარემოვაჭრეების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ადგილები ქუთაისში, სადაც გარევაჭრობა უკვე აკრძალეს (ფოტო)

1 მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალება
Print