ახალი ამბები
ქუთაისში, თუმანიშვილის თეატრის სპქტაკლი, „მეფე ლირი“ გაიმართება
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში, თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლი, „მეფე ლირი“ გაიმართება.

სპექტაკლის ჩვენება თეატრალური კვირეულის ფარგლებში მოეწყობა და იგი კვირეულის დამასრულებელი სპექტაკლი იქნება.

თეატრალური კვირეული 17 აპრილს დაიწყო და 23 აპრილის ჩათვლით მესხიშვილის თეატრში იმართება. მასში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, ქუთაისის და ფოთის თეატრებმა.

მსგავს კვირეულებს მესხიშვილის თეატრი უკვე რამდენიმე წელია, სლოგანით "თეატრი მოდაშია", აქტიურად წარმოადგენს. მისი მიზანი თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციაა.

„მეფე ლირის“ ჩვენება 23 აპრილს, შექსპირის გარდაცვალების დღეს მოეწყობა.

თეატრალური კვირეულის ორგანიზატორი ქუთაისის მერიაა, რომელმაც გასულ წლებში უკვე გაუკეთა ორგანიზება მსგავს კვირეულებს. კერძოდ, 2013 წელს ქუთაისმა უმასპინძლა ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს, ხოლო 2014 წელს "შექსპირიადას" - შექსპირის დაბადებიდან 450 წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულს.

სპექტაკლი „მეფე ლირი“ 19 საათზე დაიწყება. 

Print