ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში 30 გრადუსამდე დათბება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდები 24 აპრილის ჩათვლით შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ცნობით, იმერეთის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალ მათში თოვლჭყაპი.

" ჰაერის ტემპერატურა, უახლოესი ორი დღის განმავლობაში დიდად ვერ მოიმატებს, უმეტესად შენარჩუნდება გრილი ამინდი და ჰაერი 14-17 გრადუსამდე გათბება," - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში 25 აპრილიდან გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25-26 აპრილს ჰაერი 30 გრადუსმადეც დათბება. ხოლო 27 თებერვალს შესაძლოა აღმოსავლეთის ძლიერმა ქარმა იქროლოს.
Print