ახალი ამბები
ლეიკემიით დაავადებულ ახალგაზრდა გოგონას სასწრაფო დახმარება ესაჭიროება
FaceBook
ლეიკემიით დაავადებულ ანა კერესელიძეს გადასარჩენად დახმარება ესაჭიროება.

ქუთაისში მცხოვრებ 35 წლის გოგონას ლეიკემიის დიაგნოზი 4 თვის წინ დაუსვეს - მწვავე მიელოიდური ლეიკემია M2.

ოჯახის სახსრებით და მეგობრების დახმარებით, ანას საქართველოში ქიმიოთერაპიის კურსები ჩაუტარდა. მკურნალობის შემდეგი ეტაპი მოიცავს ასევე,
ქიმიოთერაპიის მაღალდოზირებულ სამ კურსს, რომელიც საქართველოში არ ტარდება.

საზღვარგარეთ მკურნალობისთვის ანას 60 000 დოლარი ესაჭიროება.

მის გადასარჩენად, მეგობრები თანხის შეგროვებას ცდილობენ, რაშიც საზოგადოებას და სახელმწიფოს დახმარებას თხოვენ.

მკურნალობისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად  გახსნილია ანგარიში ვითიბი ბანკში: GE50VT1000000624414506 - მიმღები - ანა კერესელიძე.

ასევე, შეგიძლიათ დარეკეოთ მაგთიდან და ბილაიანიდან ნომერზე: 0901701388

ანას დასახმარებლად ქუთაისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღი ღონისძებას გამართავს: “გთხოვთ გავუწოდოთ ხელიხელს და გულიგულს და დავამტკიცოთ, რომ მწვავე მიელოიდური ლეიკემია M2 დიაგნოზია მხოლოდ და მხოლოდ და არა განაჩენი,” - აღნიშნავენ ღონისძების ორგანიზატორები.

Print