ახალი ამბები
ქუთაისში, მოვაჭრეები სუნელებზე დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ
FaceBook
ქუთაისში, ე.წ. მწვანე ბაზრის მოვაჭრეები სუნელებზე დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ.
მათი თქმით, მას შემდეგ რაც სუნელების გაყიდვის შესახებ კანონი გამკაცრდა, ისინი პროდუქციის რეალიზებას ვეღარ ახერხებენ.

"მოვითხოვ, რომ მოგვცენ მუშაობის საშუალება კოვზით, დავაფასოვეთ ეს საკამზები პაკეტებში, მაგრამ მომხმარებელს არ უნდა ასე ყიდვა, რადგან ზოგს არ უნდა ეს შერეული საკამაზი, ზოგს უნდა. ზოგჯერ მოდის კლიენტი 30 თეთრის საკმაზი უნდა და ეს როგორ დავაფასოო პაკეტით, როცა პაკეტს ფული უნდა, საკამზს ფული უნდა ამიტომ უნდა ვივაჭროთ კოვზით", - ამბობს მოვაჭრე, ლელა რამიშვილი.

სუნელებით მოვაჭრეების მხარდასაჭერად პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია მივიდა. მისი თქმით, მოვაჭეების მოთხოვნა სამართლიანია, რადგან დაფასოებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

"ვერ გავიგე კვირიკაშვილი რას აღწევს ამით, რატომ კლავენ ქართულ ბაზარს. ერთი გაუმაძღარი არის, რომელსაც უნდა იშოვოს ფული და ერჩის ქართველ ვაჭრებს" - ამბობს გოგი წულაია.

სუნელების რეალიზაციის წესი 2018 წელს შეიცვალა. მთავრობის დადგენილებით, სუნელებისა და სანელებლების წარმოება-გადამუშავების და ბაზარზე განთავსების დროებითი ზომები ორი წლით ამოქმედდება.

ახალი წესების თანახმად: იკრძალება ფიზიკური პირების მიერ (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) სუნელებისა და სანელებლების წარმოება. ფიზიკური პირების მიერ სუნელებისა და სანელებლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებლის თანდასწრებით ადგილზე იფქვება სუნელები და სანელებლები. ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული სუნელების და სანელებლების ბაზარზე განთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაფასოებული სახით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეტიკეტირების მოთხოვნების დაცვით.
Print