ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ ღამით ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვაჭრეების დახლები აიღო (ფოტო)
FaceBook
20 აპრილს, გვიან ღამით, ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და მერიას დაქვემდებარებულმა "ააიპ სპეციალურ სერვისების" წარმომადგენლებთან ერთად გარემოვაჭრეთა დახლები აიღეს. 
ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ამ დრომდე უნებართვო  გარევაჭრობა ხორციელდებოდა, დახლების დემონტაჟთან ერთად დასუფთავდა ტერიტორიაც. 





ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, არცერთი გარემოვაჭრე არ რჩება შეთავაზების გარეშე. ყველა მათგანს ალტერნატიულ სამუშაო ფართს ქალაქში არსებულ სხვადასხვა ბაზრობებზე შესთავაზებენ.

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ ქალაქის ცენტრალური ნაწილში აიკრძალა გარევაჭრობა. ამჯერად იგივე პროცესი ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიასა და ქუთაისის ყველა უბანში არსებულ ტერიტორიაზე მოხდება.

ქუთაისის მერიამ ქალაქის მასშტაბით გარევაჭრობის აკრძალვა 1 მარტიდან დაანონსა. პირველად გარემოვაჭრეების დახლები წითელი ხიდისა და ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღეს. ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ, მერიის მიერ წერილობით გაფრთხილებას, გარემოვაჭეების პროტესტი მოჰყვა.

თვითდასაქმებულები ამბობენ, რომ ტერიტორიას არ დატოვებენ, რადგან გარევაჭრობა მათი ერთადერთი შემოსავლის წყაროა.


ამავე თემაზე:


21 აპრილიდან ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება

გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიაშ


ქუთაისის მერისა და გარემოვაჭრეების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ადგილები ქუთაისში, სადაც გარევაჭრობა უკვე აკრძალეს (ფოტო)

1 მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალება
Print