ახალი ამბები
„ქუთაისში „ბუტკების“ ეპოქა ბრუნდება“ - ენმ ქალაქში ჯიხურების დადგმას აპროტესტებს
FaceBook
"ნაციონალურ მოძრაობა" ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებას, რომელიც  ქალაქში 16 ჯიხურის დადგმას ეხება, აპროტესტებს.
პარტიის ქუთაისის ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ  ქალაქის ხელისუფლება ერთის მხრივ გარევაჭრობის წინააღმდეგ იბრძვის, ამ გადაწყვეტილებით კი  ცდილობს ქალაქი 90-იან წლებში დააბრუნოს.

"ქუთაისის მერმა გადაწყვიტა ქუთაისში დააბრუნოს ე.წ. "ბუტკების" ეპოქა და გასცა 16 ჯიხურის ჩადგმის ნებართვა. ერთის მხრივ მერია აცხადებს, რომ ქალაქის იერსახეზე და ტურიზმის განვითარებაზე ზრუნავს და მეორეს მხრივ, ჯიხურების ჩადგმის ნებართვას აწერს ხელს, რომელშიც სურსათი გაიყიდება. ამ მოტივით აპირებენ გარევაჭრობის აყრას ჭავჭავაძის გამზირზე და სწორედ ამ დროს იგივე გამზირზე ჩაიდგმება ამ ჯიხურების დიდი ნაწილი", - განაცხადა პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ.

შუშანიას თქმით, შპს "მადლის" უკან , რომელმაც ქალაქში ჯიხურები უნდა დადგას, პარტია "პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელ მდივანს, გოჩა თევდორაძეს ეკუთვნის და მერიის ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული.

"ამ შპს-ეს უკან დგას გოჩა თევდორაძე, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" ერთად აქტიურად მონაწილეობდა ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებაში. ეს პროცესები დროში საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს და ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის ერთ–ერთი იმ ჯილდოთაგანი, რომელიც "პატრიოტთა ალიანსმა" და კონკრეტულად გოჩა თევდორაძემ მიიღო ქართული ოცნებისგან", - განაცხადა გიგა შუშანიამ.


ქუთაისის მერიამ  შპს "მადლზე" ქალაქში ჯიხურების ჩადგმის ნებართვა 2013 წელს გასცა, თუმცა, ჯიხურების განთავსება ამ დრომდე არ მომხდარა. ახლა კი კომპანიამ ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივლა და პროცესი მოუგო. 

ამავე თემაზე:

„ნუ გვაბრუნებთ ჯიხურების ეპოქაში“ - პურის რეალიზატორთა პროტესტი ქუთაისში

"ქუჩა უნდა იყოს თავისუფალი" - ქუთაისში ქუჩაში დადგმულ პურის ჯიხურებს აპროტესტებენ (ვიდეო)

Print