ახალი ამბები
"ტყიბულის შახტში წარიმართება აუდიტის პროცესი, რის შემდეგაც გადავწყვეტთ, რამდენად გვიღირს შახტში ოპერირება"
FaceBook
ტყიბულში "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" მუშაობის აუდიტს საერთაშორისო სტანდარტების მქონე აუდიტორული კომპანია განახორციელებს.
როგორც "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კომპანია მზადაა ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის და ამის შემდეგ მოხდება შეჯერება, რამდენად უღირს კომპანიას ადგილზე ოპერირება განახორციელოს. მისივე თქმით, კომპანიამ მაქსიმალური გააკეთა რისკების მინიმალიზაციისთვის, თუმცა, სავალალო შედეგი მაინც დადგა.

"მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოწვეული იყოს საერთაშორისო სტანდარტების მქონე კომპანია, რომელიც შეაფასებს, ზოგადად, რამდენად არის შახტაში უსაფრთხოების ნორმები დაცული. ასევე იმას, თუ რამდენად შეიძლება შახტაში უსაფრთხოების ნორმების დაცვა იმგვარად, რომ მაქსიმალურად იყოს გამორიცხული ფატალური შემთხვევები. ამის შემდეგ განისაზღვრება ღონისძიებების ნუსხა. ხოლო კომპანია განსაზღვრავს ამ ფორმატში რამდენად აქვს სურვილი გააგრძელოს საქმიანობა. ჩვენ მზად ვართ, რომ სრულად და გამჭვირვალედ დასრულდეს საგამოძიებო პოროცესი, მზად ვართ ყველა შედეგისთვის.

ამავდროულად წარიმართება აუდიტის პროცესი, რომელიც იტყვის, ღირს თუ არა შახტაში ოპერირება. ჩვენ, ჩვენი მხრივ მაქსიმალური გავაკეთეთ რისკების მინიმალიზაციისთვის, რაც იქ არსებობდა და ჯანდაცვის ყველა მტკივნეული და კატეგორიული მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა სავალალო შედეგი მაინც დადგა", - განაცხადა ზურაბ გელენიძემ. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათ კომპანიაში სულ 1 500–მდე პირია დასაქმებული. 

ხუთ აპრილს, გამთენიისას მოხდა. ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი დაიღუპა. შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.

წყარო:.interpressnews.ge

ამავე თემაზე:

ტყიბულში მეშახტეების დაკრძალვაზე მინისტრები ჩავიდნენ

მინდელის შახტში დაღუპულებს 10 აპრილს დაკრძალავენ

ტყიბულის შახტში ტრაგიკული შემთხვევა სამთო დარტყმის შედეგად არ მომხდარა" - შრომის ინსპექტირების პირველადი დასკვნა

რა დასკვნა აქვს გაცემული შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს ტყიბულის შახტებზე

შვილები ეძებენ მამას - რეპორტაჟი მეშახტეთა ქალაქიდან

ექვსი მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა (ვიდეო)

კანონი, რომელიც სიცოცხლეს ვერ იცავს


5 აპრილს ტყიბულში 13 შვილი დაობლდა

შახტის 12 მსხვერპლი - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (ინფოგრაფიკა)

სანქციები, რომელიც "საქნახშირს" მეშახტეების დაღუპვის გამო დაეკისრა

ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში დაშავებული



Print