ახალი ამბები
"დაფიქსირდა გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ვიდეოთვალთვალის შემთხვევა"
FaceBook
შესწავლის შედეგად კვლავ დაფიქსირდა გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ვიდეოთვალთვალის რამდენიმე შემთხვევა, - ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

"ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევის გამო პასუხისმგებლობა 25 ორგანიზაციას დაეკისრა, ხოლო პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევისთვის ორგანიზაციები დაჯარიმდნენ 23 შემთხვევაში", - განაცხადა ქალდანმა პარლამენტში.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშს ისმენს. ანგარიშს პარლამენტის წევრებს თამარ ქალდანი აცნობს.

პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ინფორმაციით, 2017 წელს, 2016-თან შედარებით, კვლავ გაზრდილია როგორც ჩატარებული ინსპექტირებებისა და გამოვლენილი სამართალდარღვევების, ასევე მოქალაქეთა მიმართვიანობის რაოდენობა. 

წყარო:interpressnews.ge



Print