ახალი ამბები
"არა უკანონო გამოსახლებას" - აქცია ქუთაისში
FaceBook
"არა უკანონო გამოსახლებას",  - ამ სლოგანით ქუთაისში, პარლამენტის წინ იპოთეკური სესხით დაზარალებულების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას აჭარიდან ჩამოსული დაზარალებულები მართავენ.

"უკვე წლებია ერთი და იგივე მოთხოვნა გვაქვს და  არავინ გვისმენს. არადა  იპოთეკით დაზარალებულების დახმარება იყოს სარჩევნოდ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. მათი მოთხოვნაა, გამოცხადდეს ექვს თვიანი მორატორიუმი.

ისინი პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
Print