ახალი ამბები
ბანოჯაში ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდებათ
FaceBook

წყალტუბოს, სოფელ ბანოჯაში, ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ, 250 ოჯახს წლის ბოლოსთვის სასმელი წყალი ექნებათ.


პროექტი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, 2018 წლის ბოლოსთვის სასმელი წყლის უწყვეტად მიწოდებას გულისხმობს.

ამ ეტაპზე წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები სოფელში 50 ტონიანი სასმელი წყლის რეზერვუარის სათავე ნაგებობის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებენ.

„გაკეთდება ბიოფილტრები, გაუმჯობესდება სასმელი წყლის ხარისხი და უფრო სტაბილური გახდება მისი მიწოდება,“ - ამბობენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში.

Print