ახალი ამბები
ქუთაისში გიდების ასოციაცია დაფუძნდა
FaceBook
ქუთაისში ახალგაზრდა გიდების ასოციაცია (Georgian Association of Young Guide) დაფუძნდა.
ასოციაცია ქალაქში გიდების გადამზადების ერთვიან ინტენსიურ ტრენინგ კურსებს ახორციელებს. 

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელები ამბობენ, ეს ქალაქისთვის პირველი მასშტაბურ პროექტია, რომელიც ქუთაისში ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად. 

"მომავლის განვითარების სახლთან  - პარტნიორობით ვატარებთ ტრენინგ- სემინარებს, სადაც მსურველები გაივლიან როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ კურსს.  წარმატებით დამთავრების შემთხვევაში, მათ გადაეცემათ გიდის პროფესიის დამადასტურებელი სერტიფიკატები. ამ დრომდე ქუთაისში ვისაც მსგავსი სემინარის გავლა სურდათ, თბილისში უწევდათ წასვლა, ახლა კი აქაც ექნებათ საშუალება გიდის პროფესიული უნარები სრულფასოვნად შეიძინონ," - ამბობს ასოციაციის დამფუძნებელი ლაშა ბერეკაშვილი. 

მისივე თქმით,  თეორიულ და პრაქტიკულ კურსის გავლის შემდეგ ახლგაზრდები შეძლებენ გიდად მუშაობას. შესაბამისად, ქალაქს ეყოლება სერთიფიცირებული, მაღალი სტანდარტის მქონე გიდები, რომლებიც შეძლებენ გაუწიონ მომსახურება ჩამოსულ და ადგილობრივ ტურისტებს, რაც, თავის მხრივ, ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს. 





Print