ახალი ამბები
21 აპრილიდან ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება
FaceBook
21 აპრილიდან, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობა აიკრძალება.
ამის შესახებ გარემოვაჭრეებს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მიერ გამაფრთხილებელი ბარათები უკვე ჩაბარდათ.

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ. შეხვედრაზე გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება გარევაჭრობის მოწესრიგების პროცესს განაგრძობს. პირველ ეტაპზე ქუთაისის ცენტრი და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდა. მეორე ეტაპი კი ჭავჭავაძის გამზირის მოწესრიგებას ითვალისწინებს. აღნიშნულ ადგილზე მოვაჭრეებს გაფრთხილება უკვე მიეცათ.

საკითხის ეტაპობრივ მოწესრიგებაზე არასამთავრობოებს ხელისუფლების ხედვები, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ გააცნო. 

ქუთაისში 1 მარტიდან გარევაჭრობა აიკრძალა. 1 მარტიდან დღემდე 24 მოქალაქეა დაჯარიმებული. მერიამ 12 გარემოვაჭრე 120-120 ლარით დააჯარიმა

ამავე თემაზე:


1 მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალება

გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიაშ


ქუთაისის მერისა და გარემოვაჭრეების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ადგილები ქუთაისში, სადაც გარევაჭრობა უკვე აკრძალეს (ფოტო)


Print