ახალი ამბები
პარლამენტში 18 აპრილს სუსის გასული წლის ანგარიშს მოისმენენ
FaceBook
პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილი პლენარული სხდომების დღის წესრიგის თანახმად, დღეს პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს მოისმენს.
ბიურომ 18 - 20 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგს რამდენიმე განსახილველი საკითხი დაამატა, მათ შორის, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი. პროექტი საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაში გაწევრიანების ან ახალი ასამბლეის შექმნაში მონაწილეობის საკითხების დარეგულირებას ითვალისწინებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტი გადაწყვეტილებას დადგენილებით იღებს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღის წესრიგს დაემატა "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტია.

წარმოდგენილი ცვლილებებით, რომელიც მეორე მოსმენით იქნება განხილული, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის წესის დარღვევისგან ცალკე სამართალდარღვევად გამოიყოფა თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე, ასევე თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დარღვევა და განისაზღვრება შესაბამისი პასუხისმგებლობა.
Print