ახალი ამბები
ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულისთვის ემზადებიან (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში ქალაქის დღესასწაულის, გვირილობისთვის ემზადებიან. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში უკვე რგავენ სხვადასხვა ჯიშის ყვავილებს. 

შპს "ქუთსერვისის" დირექტორის, გედევან დიდბარიძის თქმით, სულ  6 სახეობის 110 000 ყვავილი  10-მდე ლოკაციაზე დაირგვება.  სამუშაოები ორმაისობისთვის უნდა  მოესწროს. 





გვირილობის დღესასაწაულთან დაკავშირებით ვარდები დაირგვება უსაფრთხოების კუნძულებზეც.

ქალაქის დღესასწაულზე სხვადასხვა კულტურული და სპორტულ-გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი. 

მერიის კულტურის სამსახურის ინფორმაციით,  ქალაქში ორი მთავარი ლოკაცია იქნება - ცენტრალურ ბაღი და ვერიკო ანჯაფარიძის (სიყვარულის) ბაღი. 

2 და 3 მაისს ცენტრალურ მოედანზე კონცერტი გაიმართება. მთავარ გალა კონცერტზე 2 მაისს  ჯგუფი "ფრანი" და "33 ა" იმღერებს. 

ადგილობრივი თვითმმართველობა გვირილობასთან  დაკავშირებით 58 000 ლარამდე დახარჯავს. 

"თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად კი, მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა შვედეთში - 1908 წლის 1 მაისს. ამ დღეს ყიდდნენ თეთრ გვირილას, როგორც ემბლემას და სიმბოლოს ტუბერკულოზთან ბრძოლისა, რამაც მაშინვე მიიპყრო ხალხის ყურადღება და შემოსავალი მოუტანა ამ დაავადებასთან მებრძოლ ორგანიზაციებს.

აქცია შვედეთიდან შემდეგ მოედო ნორვეგიას, დანიას, გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებსაც.


ამავე თემაზე:

ქუთაისში უსაფრთხოების კუნძულებზე ვარდები დაირგვება

ქუთაისში ორმაისობას ჯგუფი "ფრანი" და "33 ა" იმღერებს


Print
თეგები: #გვირილობა