ახალი ამბები
პარკირება ტროტუარზე - ქუთაისში ორი მოქალაქე 500 ლარით დაჯარიმდა
FaceBook
ქუთაისში ტროტუარზე ავტომობილის პარკირებისთვის 10 მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა, ხოლო ორი მოქალაქე 500 ლარით დაჯარიმდა.
ადგილობრივი თვითმმართველბის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია  განმარტავს, რომ მერია კონტროლს საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვაზე კონტროლს კიდევ უფრო გააქტიურებს.

"მერიის ზედამხედველობის სამსახურის მობილური ჯგუფები მკაცრად აკონტროლებენ ქალაქს. ამ დროისთვის სულ ტროტურატზე პარკირების 12 ფაქტი დაფიქსირდა, მათგან ათს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა, ორი მოქალაქე კი დაჯარიმდა. ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საზოგადოებისთვის გადააადგილების შეზღუდვა კანონდარღვევაა და მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ტროტუარზე პარკირებისგან, ასევე ნებისნიერი სხვა ქმედებისგან, რაც შეზღუდავს საზოგადოებრივ სივრცეს",  - ამბობს ზვიად ჯავახია.

ქუთაისში ავტომობილების მძღოლები ხშირად პარკირების წესებს არ ემორჩილებიან და ტროტუარებს ავტოსადგომად იყენებენ.

ამავე თემაზე:


პარკირება ტროტუარზე (ფოტო)

ავტომანქანის ტროტუარზე პარკირების გამო მოქალაქემ საპატრულო პოლიცია გამოიძახა
Print