ახალი ამბები
ხარაგაულში ხრამში გადავარდნილ მანქანაში ორი არასრულწლოვანი დაიღუპა
FaceBook

ხარაგაულში მომხდარ ავარიას ორი 17 წლის ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა  16 აპრილს, გვიან ღამით, მოხდა. როცა სოფელ თეთრაწყაროსთან,  ავტომანქანა ხრამში გადავარდა. ადგილობრივების თქმით, არასრულწლოვნები წვეულებიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

გარდაცვლილები სკოლის მოსწავლეები იყვნენ. 

შინაგან საქმეთა სამნისტროს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით,  გამოძიება სსკ  276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიკვდილი. 




 

Print
თეგები: #ხარაგაული