ახალი ამბები
"მეტი ელ-წიგნი" - აქციაში მოხალისეებს იწვევენ
FaceBook
დღეიდან ქუთაისში, აკ. წერეთლის უნივერსიტეტში იწყება აქცია "მეტი ელ-წიგნი". პროექტში იწვევენ ყველას, ვისაც შეუძლია თუნდაც ნახევარი საათი დაუთმოს სტუდენტებისათვის წიგნების ელექტრონული ვერსიების შექმნას.

ქუთაისში, არასამთავრობო ორგანიზაცია "ნეოფილების კლუბი" აქტიურ სტუდენტ-ახალგაზრდებს იწვევს მოხალისეობრივ პროექტში "მეტი ელ-წიგნი", რომელიც ხორციელდება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და ნეოფილების კლუბის ერთობლივი ძალისხმევით.
პროექტის მიზანია, მაქსიმალურად ბევრი წიგნი გახდეს ხელმისაწვდომი სტუდენტებისათვის.

"შეგქმნიათ პრობლემა უნივესიტეტში წიგნების მოძიებასთან დაკავშირებით?!  თქვენც ხშირად გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა ბიბლიოთეკაში განთავსებული 2 ეგზემპლარით ერთ კვირაში მთელ კურსს უნდა გესარგებლათ?! მაშინ, გახდით მოხალისე, დაასკანერეთ წიგნები თქვენთვის და სხვა სტუდენტებისთვის, რომელიც შემდგომ განთავსდება ვებსივრცეში"  - ამბობენ "ნეოფილების კლუბში". 
პროექტის პირველი ეტაპი განხორციელედება 29.06.2015–დან 13.07.2015–ის ჩათვლით.
სამუშაო საათები: 10:00–16:00
თითოეული მოხალისისათვის არაუმეტეს 2 საათისა. შესვენებით - მოხალისის სურვილისამებრ.
სამუშაო დღეები: ორშაბათი–შაბათი
სამუშაო ადგილი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზი


Print