ახალი ამბები
ნიკეას ქუჩაზე დროშის აღმართვისთვის რამდენიმეათასიანი ტენდერი გამოცხადდა
FaceBook
ქუთაისის მერია ქალაქის შემოსასვლელში საქართველოს სახელმწიფო დროშის სადგარის დამონტაჟებისთვის 65 651 ლარი ღირებულების ტენდერს (NAT180005887) აცხადებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დროშის სადგარი ნიკეას ქუჩაზე # 70 ბინასთან უნდა განთავსდეს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 5 დღეში უნდა დაიწყოს და 30 დღეში უნდა შეასრულოს. დროშის ქვეშ კი, ოთხი სანათი დამონტაჟდება. სახელმწიფო შესყიდვა  რვა  მაისს იწურება. 

შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად პროექტის შედგენისთვის  მერიამ ტენდერი მარტში გამოაცხადა.


ამავე თემაზე:

ქუთაისის ერთ-ერთ მთავარ შემოსასვლელთან დროშა აღიმართება
Print