ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები ტემპერატურის კლებას პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების  ვარაუდით,  იმერეთის რეგიონში 16-19 აპრილს ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება.

"16 აპრილს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, თბილი ამინდები შენარჩუნდება 19 აპრილის ჩათვლით, ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება, ასევე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარიც," - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მისი თქმით, 20 აპრილიდან დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება და უმეტესად იწვიმებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20, 22 და 23 აპრილს განსაკუთრებით უხვი ნალექია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურაც 12-17 გრადუსამდე დაიკლებს.




Print