ახალი ამბები
უბედური შემთხვევა წყალტუბოში - "სილქნეტის" თანამშრომელი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა
FaceBook
ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით ბოძზე ავიდა, რის შედეგადაც  დენმა დაარტყა და ადგილზევე დაიღუპა.


წყალტუბოში  სატელეკომუნიკაციო კომპანია "სილქნეტის" წყალტუბოს სერვისცენტრის დირექტორი,  ვოვა კიკნაძე სამსახურეობრივი  მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.
უბეუდრი შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ვოვა კიკნაძე  ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით ბოძზე ავიდა, რის შედეგადაც მას დენმა დაარტყა და ადგილზევე დაიღუპა.
უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.  როგორც ადგილობრივები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავენ, იმ ბოძზე სადაც კიკნაზე იყო ასული ელექტროენერგია არასოდეს გადიოდა.
"ენერგო პრო-ჯორჯია"-ს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ფილიალში "ქუთაისიპოსტს" განუმარტეს, რომ ბოძი, რომელძეც კიკნაძე ავიდა, მათ არ უკუთვნოდათ.
"სილქნეტის" ბოძზე ავიდა, რა დროსაც მის მიერვე მოხდა უსაფრთხოების წესების დარღვევა, შეეხო გვერდით მდგომ ჩვენს ბოძს, რამაც უბედური შემთხვევა გამოიწვია," - აცხადებენ  "ენერგო პრო-ჯორჯია"-ს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ფილიალში.
"ქუთაისიპოსტი" "სილქნეტთან" დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა არასამუშაო დღის გამო კომპანიაში სატელეფონო ზარს არავინ პასუხობს
შინაგან საქმეთა სამინისტროში "ქუთაისიპოსტს" განუცხადეს, რომ მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება 170-მე მუხლით, რაც შრომის უსაფრთხოების დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს.

Print