ახალი ამბები
ქუთაისელი მსახიობის მიერ ამერიკული ფილმისთვის შექმნილი კლიპების პრეზენტაცია
FaceBook

ქუთაისელი მსახიობისა და მუსიკოსის, ლელა ლომთაძის ამერიკული ფილმისთვის შექმნილი მუსიკალური კლიპების პრეზენტაცია გაიმართა კინოთეატრ "საქართველოში".


სიმღერები, რომლის საფუძველზეც შეიქმნა კლიპები დაწერილია ლელა ლომთაძის მიერ ამერიკული ფილმისთვის “Spies Incorporated: Night at the Lorenzo”. სურათის რეჟისორი გახლავთ ჯენე რობინსონი. ფილმის პრემიერა გასული წლის 30 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში შედგა. მსახიობის თქმით უახლოეს მომავალში ფილმი რამდენიმე კინოფესტივალზე იქნება წარდგენილი, მათ შორის ნიუ იორკში ფესტივალზე სახელწოდებით „Tribeca“ და ლონდონში ფესტივალზე “Discover Film Awards“.

"ორი სიმღერა დავწერე, კლიპიც გადავიღეთ შემდგომ ამაზე მესხიშვილის თეატრის მსახიობების დახმარებით და ამ ყველაფრის ჩვენებას ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილებისა და კინოთეატრ "საქართველოს" მხარდაჭერით ვახერხებთ", - ამბობს ლელა ლომთაძე.

მუსიკოსობასთან ერთად, ლელა ლომთაძე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია.

Print