ახალი ამბები
კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, დედაენის ძეგლთან კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და მასწავლებლები დააჯილოვეს. კონკურსი კალიგრაფიაში ააიპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით 11 აპრილს ჩატარდა და მასში გამარჯვება სამმა მოსწავლემ და ამდენიმე მასწავლებელმა მოიპოვა.

მოსწავლეებში პირევლი ადგილი მეშვიდმეტე საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ბობოხიძემ დაიკავა, მეორე ადგილზე ოცდამეთორმეტე საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთევან ინასარიძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი #21-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ლილე ლანჩავა გახდა.

კალიგრაფიის კონკურში გამარჯვება მოიპოვეს #24-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა ნატო დანგაძემ, მე-10-ე სკოლის მასწავლებელმა ინგა ტორჩინავამ და #45-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა ნატალია გორდაძემ.

პირველი ადგილის მფლობელის მარიამ ბობოხიძის თქმით, მისთვის გამარჯვება მოულოდნელი იყო და ამის შესახებ 14 აპრილს დილით გაიგო.

"გვქონდა მოცემული ტექსტი, რომელიც უნდა გადაგვეწერა და ასევე, ჩვენც უნდა მოგვეხატა ასოები. პირველად მივიღე წელს მონაწილება და გამიხარდა, რომ გამარჯვებაც მოვიპოვე",  - გვიყვება კონკურსის გამარჯვებული მარიამ ბობოხიძე.

კალიგრაფიის კონკურში რეგისტრაცია 150 მონაწილემ გაიარა. ამათგან კონკურსზე 96 მოსწავლე და 21 მასწავლებელი გამოცხადდა.
გამარჯვებულებს 200-200 ლარიანი ფულადი პრიზები საჩუქრად გადაეცათ.


Print