ახალი ამბები
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ახალგაზრდებისთვის შემეცნებით პროგრმას იწყებს
FaceBook
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და უნივერსიტეტების მოსწავლეთათვის ახალ შემეცნებით პროექტს იწყებს. პროგრამის პრეზენტაცია ქუთაისში, ნაზარიშვილის მემორიალურ მუზეუმში შედგა. სააგენტოს ახალი საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიმართულების განხორციელება სიმბოლურად ქართული ენის დღეს დაემთხვა.

პროგრამა "დამწერლობა ქართული", რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის სპეციალისტების მიერ შეიქმნა, მიზნად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი არამატარიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის პოპულარიზაციას ისახავს.

პროგრამის მსვლელობისას მოზარდები გაეცნობიან ქართული ანბანის განვითარების ეტაპებს; სპეციალურად მომზადებული თვალსაჩინოებების საშუალებით, მათ ასომთავრული ტექსტების ამოკითხვისა და შექმნის საშუალება მიეცემათ.

შემეცნებითი კურსი, რომელსაც თავად სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის თანამშრომლები წარმართავენ, ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდების შემდეგ, საქართველოს სხვა დიდი ქალაქების სასწავლო დაწესებულებების აღსაზრდელებსა და სტუდენტებსაც მოიცავს.




Print