ახალი ამბები
ვანის სკოლის მოსწავლეებმა გამომგონებელთა კონკურსში საპრიზო ადგილი აიღეს
FaceBook
ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსში მეორე ადგილი ვანის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს, რომელბმაც საჩუქრად სხვადასხვა პრიზები მიიღეს.

ქრისტინე გოგორიშვილი, ლაშა სოხენეიშვილი, ნიკა ძიგვაშვილი, ლუკა ყურაშვილი და გიორგი გოგობიერიძის მიერ შექმნილმა ჯგუფმა მიხეილ კოტიშაძის ხელმძღვანელობით "მეხანძრეთა თბომედეგი ტანსაცმელი" გამოიგონეს.

გამომგონებლებმა პროექტზე რამდენიმე კვირის განმავლობაში იმუშავეს. პროექტის ხელმძღვანელის, მიხეილ კოტიშაძის თქმით, მეხანძრეთა ტანსაცმლის გამოგონება იმიტომ გადაწვიტეს, რომ ამ დროისთვის არსებული სპეც. ტანსაცმელი 5-7 წუთზე მეტ ხანს ცეცხლს ვერ უძლებს. ხოლო მათი გამოგონება სპეციალურ ტანსაცმელს სიცხისადმი მეტად ამტანს ხდის, რაც მეხანძრის სიცოცხლისთვის ნაკლებად სახიფათოა.

"ტანსაცმელზე დავამაგრეთ პნევმატური ბალიშები, რომელის გაბერვაც შეიძლება. ეს ის ბალიშებია, რომელშიც იტუმბება ჰაერი. ასევე შევეცადეთ გამოგვეყენებინა რამდენიმე ფიზიკური ეფექტი. რომლის დროსაც გარემოში ტემპერატურა იკლებს. ამ საჰაერო ბალიშებიდან აირის გამოშვებით გაგრილდება მეხანძრის ტანსაცმელი. თუ ამ ბალიშებში იქნება ნახშიროჟანგი ან გოგირდის ფტორიდი, მაშინ ის შეძლებს, რომ ხანზრის დროს თავად მეხანძრე გაეხვეს ამ აირში, რომელიც თან ჩააქრობს ცეცხლს და თან მეხანძრეს საშუალება ექნება მეტად გაჩერდეს ხანძრის ლოკაციაზე და გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე", - განგვიმარტა პროექტის ხელმძღვანელმა და ვანის მეორე საჯარო სკოლის გამარჯვებული გუნდის კოორდინატორმა, მიხეილ კოტიშაძემ.

ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა ინოვაციების კონკურსის მეორე ადგილზე გასულ მოსწავლეებს საჩუქრად პლანშეტური კომპიუტერებიგადაეცათ. გარდა ამისა, გუნდი სამი მოსწავლე მეორმე კლასის მოსწავლეა, რომლებსაც სანდიეგოს უნივერსიტეტმა ამავე სასწავლებელში ორი წლის განმავლობაში სწავლის საფასურის ნახევარი დაუფინანსა.

კონკურში პირველი ადგილზე გიმნაზია AIA GESS-ისპროექტი "რობოტი ლაბორანტი" გავიდა. პროექტის ავტორი მოსწავლეები აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან და NASA-სსაგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.
Print