ახალი ამბები
ქუთაისის მერია: "ნაციონალური მოძრაობის" განცხადება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა, მერიის ავტოპარკის შესაკეთებლად ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვასთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის"  განცხადებას პასუხობს. "ნაციონალური მოძრაობის" განცხადება, მიზანმიმართულად ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.  რეალურად,  ქუთაისის მერიამ მის ბალანსზე არსებული ავტომობილების შეკეთებისთვის, 30 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადა, რაც 30 000-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. მერია მაქსიმალურად ცდილობს თანხების დაზოგვას და ამ თანხების მოსახლეობის საჭიროებებზე გადანაწილებას. რაც შეეხება, 340 000 ლარს,  ეს არის პრეისკურანტი ანუ, მერიის ბალანსზე არსებული ყველა ავტომობილის ნაწილის ღირებულება და არა ხელშეკრულების თანხა. რაც შეეხება, ახალი ავტომობილების შეძენას, ამის ფუფუნება ნამდვილად არ აქვს ქუთაისის ბიუჯეტს და ამ კუთხით დამატებით ხარჯს ვერ გავწევთ", -  ნათქვამია მერიის მიერ გაკეთებულ განცხდებაში.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს ქუთაისის მერიას 340 000 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის გაუქმებისკენ მოუწოდა. პარტიაში თვლიან, რომ  ადგილობრივი თვითმმართველობა დიდ თანხას  ხარჯავს ავტოპარკის შესანახად. 

ქუთაისის მერიამ მის ბალანსზე არსებული ავტომობილების შესაკეთებლად ტენდერი (NAT180004219)  14 მარტს გამოაცხადა.


ამავე თემაზე:

"მერიამ უარი თქვას კომფორტზე და გაყიდოს ჯიპები" - ენმ

ქუთაისის მერია ავტომანქანების შეკეთებისთვის 340 000 ლარს დახარჯავს

„იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით“ - ქუთაისის მერიას ჯიპების გაყიდვისკენ მოუწოდებენ

ქუთაისის მერიის „შავი ჯიპები" (ფოტო)
Print