ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურმა სტუდენტებისთვის ახალი პროგრამა დაიწყო
FaceBook
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, მომავალი გადასახადების გადამხდელთათვის, შემეცნებითი პროგრამა დაიწყო, სახელწოდებით „ჩვენ ვიხდით გადასახადებს და ვქმნით უსაფრთხო მომავალს“.
პროგრამა მიზნად ისახავს, მომავალი გადასახადების გადამხდელთა საგადასახადო კულტურისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას.

აღნიშნული პროექტი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და მასში ქვეყნის მასშტაბით, 30-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ჩაერთვებიან. მომავალი გადასახადების გადამხდელები შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებს, გაფორმების ეკონომიკურ ზონებს, სერვისცენტრებს დაათვალიერებენ და ერთდღიანი სემინარის ფორმატში მიიღებენ გადამხდელთათვის საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მომავალი გადამხდელებისთვის შემეცნებითი ხასიათის პროგრამებს ყოველწლიურად ახორციელებს. 2017 წელს, პროგრამაში 21 უმაღლესი სასწავლებლის, 900-ზე მეტი სტუდენტი იყო ჩართული.
Print