ახალი ამბები
ქუთაისში უსაფრთხოების კუნძულებზე ვარდები დაირგვება
FaceBook
ქუთაისში უსაფრთხოების კუნძულებზე ვარდები დაირგვება.
" დაგეგმილი გვაქვს, თერთმეტივე  კუნძულებზე დაირგოს ვარდები, ასევე მოხდება სხვადასხვა ტერიტორიების გამწვანებაც", - განმრტავენ ქუთაისის მერიაში.
დეკორატიული ყვავილების დარგვა დაგეგმილი არის ასევე  ლადო მესხიშვილის თეატრის წინ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე,   ქალაქის ცენრალურ ბულვარში, სადაც სხვადასხვა ფერი დეკორატიული მცენარეები დაირგვება.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ქალაქის მეტად გამწვანებისთვის მომავალ კვირაში სხვადასხვა ორგანიზაციებთან შეხვედრებიც იგეგმება.

ქალაქში გამწვანების სამუშაობი აპრილის  თვეში დაიწყო და მერის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ძირი ემონიუსი დაირგო. ასევე,  400 ძირი ტუია განთავსდა უსაფრთხოების კუნძულებზე. ათეულობით კიპაროსის ხე დაირგო მუხნარის დასახლებაში.


Print