ახალი ამბები
ქუთაისში, მონპლეზირის თაღთან კედელი იხატება (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში "მონპლეზირის" თაღათან კედლის მოხატვა მიმდინარეობს. ქუთაისის მერიის და ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულებმა კედლის ნაწილი უკვე მოხატეს,  დაწყებულია მეორე კედლის მოხატვაც.

.

კონკურსში გამარჯვებულების  მარიამ ქებურიას და თამარ წახნაკიას მიერ შერჩეული ნამუშევარებში შენარჩუნებულია კედლის პირველადი სახე და მიღებულია აგურის შენობისა და თანამედროვე ნახატის სინთეზი. ასევე გამოყენებული ფერთა პალიტრა მორგებულია გარემოს იერსახეს.

კედლის მოხატვა, ხვალ 13 აპრილს დასრულდება ხოლო მისი ოფიციალურად გახსნა დედაენის დღეს 14 აპრილს არის დაგეგმილი. გამარჯვებულები ქუთაისის მერიისგან ფულად ჯილდოს 1 200 ლარს მიიღებენ.

უთაისში კინოთეატრ "მონპლეზირის" ტერიტორიაზე ორი კედელი 2016 წელს მოიხატა. ერთ კედელზე წარწერა "მე შენ მიყვარხარ", მეორეზე კი გოგონას მულტიმედიური პორტრეტი განთავსდა, რომლის ავტორი ფრანგი მხატვარი გახლავთ.

ამავე თემაზე:

როდესაც კედელი ნახატს ჯობია - კედლის მხატვრობა ქუთაისის ცენტრში (ფოტო)
Print